ENERGO HACK - ᲘᲜᲝᲕᲐᲪᲘᲣᲠᲘ ᲘᲓᲔᲔᲑᲘ ᲔᲜᲔᲠᲒᲔᲢᲘᲙᲘᲡ ᲡᲔᲥᲢᲝᲠᲘᲡᲗᲕᲘᲡ
21 ივლისი, 2026 (1).jpg)
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, Energo Hack გაიმართა, რომელიც ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევების ინოვაციურ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს დაეთმო. ჰაკათონში მონაწილეობა 18-მა გუნდმა და 60-მდე მონაწილემ მიიღო. გუნდებმა რეალურ გამოწვევებზე იმუშავეს და როგორც Hardware, ისე Software მიმართულებით საკუთარი იდეები და პროტოტიპები შექმნეს.
ჰაკათონის პარტნიორმა სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა საკუთარი რჩეული გუნდი გამოავლინა. სოკარის რჩეული გახდა MyEnergy - საქართველოს ენერგეტიკის ინტერაქტიული სიმულატორი, რომელიც ენერგეტიკულ გადაწყვეტილებებს თამაშის ფორმატში აცნობს მომხმარებელს. მობილურზე მორგებული ბრაუზერული თამაში მომხმარებელს ენერგო-მეწარმის როლში აყენებს და აძლევს შესაძლებლობას, საქართველოს რეგიონებში მზის, ქარისა და ჰიდროსადგურების განვითარებით ქვეყნის ენერგომომარაგებაზე იზრუნოს.
MyEnergy რეალურ ქართულ ენერგოგამოწვევებზეა აგებული და ისეთ თემებს აერთიანებს, როგორებიცაა ენერგოდეფიციტი, იმპორტირებულ რესურსებზე დამოკიდებულება, საზოგადოებრივი ნდობა და ენერგოწიგნიერება. პროექტი მომხმარებელს ინტერაქციულ გარემოში აჩვენებს, როგორ შეიძლება აისახოს თითოეული გადაწყვეტილება ენერგოსისტემაზე, ეკონომიკურ შედეგებსა და საზოგადოებრივ განწყობაზე.
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისთვის ახალგაზრდების მხარდაჭერა სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანია აგრძელებს ისეთი ინიციატივების ხელშეწყობას, რომლებიც ახალგაზრდებს, ინოვატორებსა და სტარტაპებს რეალურ გამოწვევებზე მუშაობისა და პრაქტიკული გადაწყვეტების შექმნის შესაძლებლობას აძლევს.
დაკავშირებული სიახლეები
21 ივლისი, 2026ENERGO HACK - ᲘᲜᲝᲕᲐᲪᲘᲣᲠᲘ ᲘᲓᲔᲔᲑᲘ ᲔᲜᲔᲠᲒᲔᲢᲘᲙᲘᲡ ᲡᲔᲥᲢᲝᲠᲘᲡᲗᲕᲘᲡ
ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲘᲗ ᲒᲣᲓᲐᲣᲠᲘᲡ ᲓᲐᲡᲣᲤᲗᲐᲕᲔᲑᲘᲡ ᲓᲦᲔᲔᲑᲘ ᲒᲐᲘᲛᲐᲠᲗᲐ
16 ივლისი, 2026„ᲒᲐᲪᲕᲚᲐ“ - ᲛᲓᲒᲠᲐᲓᲘ ᲢᲠᲐᲜᲡᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲤᲔᲜᲐ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲘᲗ
26 ივნისი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲛᲐ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲒᲐᲛᲝᲬᲔᲠᲘᲡ ᲤᲣᲜᲥᲪᲘᲐ - SOCAR PRIME ᲓᲐᲐᲛᲐᲢᲐ
21 ივნისი, 2026ᲛᲐᲛᲐᲩᲔᲛᲘ ᲒᲖᲐᲓ ᲓᲐ ᲮᲘᲓᲐᲓ
18 ივნისი, 2026ᲮᲔᲚᲝᲡᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲓᲦᲔ ᲡᲝᲙᲐᲠᲗᲐᲜ ᲓᲐ CARU-ᲡᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ
18 ივნისი, 2026ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲡᲞᲔᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲝᲚᲘᲛᲞᲘᲐᲓᲘᲡ ᲒᲣᲜᲓᲘᲡ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲐ ᲞᲐᲠᲘᲖᲨᲘ
18 ივნისი, 2026ᲜᲘᲙᲐ ᲚᲔᲑᲐᲜᲘᲫᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲤᲔᲜᲐ - ᲡᲕᲐᲜᲔᲗᲘ - ᲓᲠᲝᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲡᲘᲕᲠᲪᲘᲡ ᲤᲐᲠᲓᲝᲑᲘᲗᲘ ᲗᲐᲛᲐᲨᲘ
10 ივნისი, 2026ᲙᲝᲠᲞᲝᲠᲐᲢᲘᲣᲚᲘ ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲚᲔᲑᲘᲡ ᲕᲘᲖᲘᲢᲘ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲜᲐᲕᲗᲝᲑᲑᲐᲖᲐᲖᲔ
10 ივნისი, 2026ᲗᲘᲛᲑᲘᲚᲓᲘᲜᲒᲘ 2026
09 ივნისი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲣᲠᲘ ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲘᲡ ᲤᲘᲜᲐᲚᲘᲡᲢᲔᲑᲘᲡ ᲕᲘᲖᲘᲢᲘ ᲡᲝᲙᲐᲠ ᲯᲝᲠᲯᲘᲐ ᲞᲔᲢᲠᲝᲚᲔᲣᲛᲨᲘ
02 ივნისი, 2026ᲑᲐᲕᲨᲕᲗᲐ ᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲓᲦᲔ ᲡᲝᲙᲐᲠᲨᲘ
26 მაისი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲘ ᲒᲘᲚᲝᲪᲐᲕᲗ ᲓᲐᲛᲝᲣᲙᲘᲓᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲓᲦᲔᲡ
22 მაისი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲒᲐᲗᲐᲛᲐᲨᲔᲑᲐ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ
15 მაისი, 2026ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲐᲓᲘ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲬᲛ.ᲒᲘᲝᲠᲒᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲡᲙᲝᲚᲐᲨᲘ
13 მაისი, 2026.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)